სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის მოსახლეობას შეხვდა

2018-10-07 10:13:00

  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან პირადად მიიღო.

  „მუნიციპალიტეტი სწორედ თქვენი სურვილისა და საჭიროებისამებრ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს“, - მიმართა მხარის გუბერნატორმა ადგილობრივებს. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებში ადგილობრივების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა და როლი აქვს. გუბერნატორთან საუბრის დროს, მოსახლეობამ სოფელში არსებულ სასმელი და სარწყავი წყლის ნაკლებობაზე ისაუბრეს, ასევე, მოუწესრიგებელ შიდა სასოფლო გზებსა და საბავშვო ბაგა-ბაღების გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე. ერთ-ერთ პრიორიტეტად ჭაქვინჯის მოსახლეობის მიერ დასაქმების ხელშეწყობა და მოყვანილი ციტრუსის სარეალიზებო ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდა დასახელდა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, სოფლის მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფისთვის გუბერნატორის აპარატი მუშაობას დაუყოვნებლივ დაიწყებს, რომელსაც მეთვალყურეობას ის პირადად გაუწევს. მისივე თქმით, ადგილობრივების მიერ დასახელებული საჭიროებები, მათთან ერთობლივი მუშაობის და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ეტაპობრივად მოგვარდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
678910
11
12
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო