სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

,,ანაკლიის თასი 2018“

2018-09-29 20:07:00

  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ,,ანაკლიის კონსორციუმის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია და გუბერნიის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები საცხენოსნო დოღს ,,ანაკლიის თასი 2018“ დაესწრნენ. შეჯიბრება დაიწყო ძველი ქართული ცხენოსნური სპორტული თამაშობა ,,ისინდით”. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა მიიღებეს. საცხენოსნო დოღი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, მონაწილეობას ქართული ჯიშის ცხენები, მეორე ეტაპზე - ინგლისური ჯიშის ორწლიანი, ხოლო მესამე ეტაპზე ინგლისური ჯიშის სამწლიანი ცხენები იღებდნენ. დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები ერთმანეთს ცხენბურთში შეეჯიბრნენ, რაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ქართული ტრადიციული თამაშის გახსენებასა და აღდგენას შეუწყობს ხელს. საცხენოსნო დოღი ,,ანაკლიის თასი“ ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.
,,მოგეხსენებათ, რომ დოღი არის ცხენოსნობის შესანიშნავი სახეობა, რომელსაც დიდი ტრადიციები აქვს საქართველოში. ამავე დროს, ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს იმართება კონფლიქტის ზონასთან უშუალო სიახლოვეს. ახლო მომავალში აფხაზეთიდან მხედრების მოწვევა იგეგმება მომდევნო დოღში მონაწილეობის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ კულტურული კავშირების გამტკიცებას, რაც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა“ - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო