სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს შეხვდა

2018-09-26 00:06:00

ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს შეხვდა

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული პროექტები, მათ შორის პროექტი "სახლის მშენებლობა" და პროგრამა მრავალშვილიანთა და სოციალურად დაუცველთათვის - "ერთი თბილი ოთახი".

ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელმა მედიკამენტებისა და ოპერაციული მკურნალობისათვის განსაზღვრულ ბიუჯეტზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა გზის საფარის რეაბილიტაციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების საჭიროებაზეც იმსჯელეს.

"ჩვენ სხვადასხვა აქტუალური პრობლემა განვიხილეთ და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ. ვფიქრობ, არასაკმარისია მოქალაქეებთან კომუნიკაციის ინტენსივობა. უნდა გააქტიურდეს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაჭრაში. მოსაგვარებელია დაუმთავრებელი მშენებლობისა და ტენდერების საკითხიც. ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების სასიკეთოდ გადაწყვეტას“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე მოწერელიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო