სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორი ფოთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო

2018-09-21 14:16:00
  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ფოთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და "საზოგადოებრივი დარბაზის წევრი" ომარ ხუხუნი მთელი დღის განმავლობაში ქალაქში გადაადგილდებოდნენ და ფოთში არსებულ პრობლემებს განიხილავდნენ. ალექსანდრე მოწერელიამ, თანმხლებ პირებთან ერთად, ფოთის ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა დაათვალიერა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნული შენობისთვის, მისი არქიტექტურისა და ტერიტორიული მდებარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ფუნქციის მინიჭების საკითხი განიხილეს. მათ, ასევე, შეისწავლეს ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და ზედაპირული წყლების სატუმბი სადგურის პრობლემაც, რომლის სიმძლავრეც ნალექს ვერ უმკლავდება. გუბერნატორმა ფოთის რამდენიმე კუნძულიც მოინახულა. ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ ლოკაციებზე ტურიზმის განვითარების იდეა განიხილეს. გუბერნატორმა ფოთის სანაპიროს რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და ზღვის სანაპირო დაათვალიერა.
  "დავათვალიერეთ ქალაქის უბნები, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ფოთში ჩვენ დიდად განებივრებული არ გახლავართ ღირსშესანიშნაობებით და ის მცირედი, რაც გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის სახით, სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ, ასევე, დავათვალიერეთ შუქურის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც ზღვა ინტენსიურად რეცხავს. უახლოეს მომავალში, ალბათ, სავალდებულო იქნება ნაპირსამაგრი ღონისძიებების ჩატარება. პალიასტომის ტბის მდგომარეობაც ძალიან შემაშფოთებელია და დღის წესრიგში დგას მისი გამტკნარების საკითხი. გავეცანით ქალაქში ქუჩების მდგომარეობას. მე-14 ბაღსაც ვესტუმრეთ, სადაც სავალალო მდგომარეობაა. ვესაუბრეთ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც, რომლებმაც თავიანთ საცხოვრებელ კორპუსებში არსებული პრობლემები გაგვაცნეს. სხვა საკითხები, რომლების განხილვაც დღეს ვერ მოვასწარით, ალბათ, რამდენიმე დღეში ჩამოვალთ და სურვილი გვაქვს, შევხვდეთ მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც აწუხებს ქალაქში არსებული ვითარება და კონკრეტულ საკითხებზე ერთად ვიმსჯელებთ. ყველა პრობლემის მოგვარება მოხდება შესაძლებლობების მიხედვით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დავიწყებთ იმ მწვავე პრობლემების გამოვლენას, რომლებზეც ახლავე უნდა მოხდეს რეაგირება. ამასთანავე, ვიმსჯელებთ იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომლებიც დაიგეგმება და ხელს შეუწყობს ფოთის განვითარებას, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მომავალი კვირიდან ამ პრობლემების მოსაგვარებლად კონსულტაციებს დავიწყებთ შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან",- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
 
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო