სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა ხეთის რეაბილიტირებული ბაღი დაათვალიერა

2018-09-21 11:26:00

 ალექსანდრე მოწერელია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო. გახსნას, ასევე, ესწრებოდნენ გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ბაღის რეაბილიტაციისათვის ძირითადი სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსდა. მოეწყო წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის, კანალიზაციის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, ასევე შენობის ინტერიერ-ექსტერიერი და ეზო. შენობა 150 აღსაზრდელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღში ჩატარებული სამუშაოს ღირებულებამ 425 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ასევე დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე კოლექტორები, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე მომავალმა“, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო