სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გულასკურის გზას სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

2018-09-17 00:05:00

  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შუამდგომლობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გულასკურის გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს მომავალი კვირიდან დაიწყებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეხვდა და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა.
,,სურვილი მაქვს, პირდაპირი კომუნიკაცია მქონდეს სოფლის სხვადასხვა მიმართულების განვითარებით დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც ინტენსიურად მომაწვდიან ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ. მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ყველა შესაძლო რესურსი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მივმართოთ“ - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
მოსახლეობის მიერ გუბერნატორისთვის მიწოდებული სხვა პრიორიტეტული საკითხების მოგვარების გზების ძიება დაწყებულია. გუბერნია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობას გაუწევს მიმდინარე პროცესებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო