სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩინეთში გამართულ„აბრეშუმის გზის“ განვითარების ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო დავით კოდუამ წარადგინა

2014-11-04 12:57:00

ჩინეთში, ქალაქ ურუმჩიში, 25-28 ოქტომბერს გამართულ ეკონომიკურ ფორუმს, სახელწოდებით, „საკვების მრეწველობის განვითარება „აბრეშუმის გზის“ ქვეყნებში, საქართველოდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დავით კოდუა წარმოადგენდა.
ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 450 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. 13 ქვეყანა კი მოხსენებით წარსდა. ფორუმის ძირითად მიზანს აბრეშუმის ისტორიული გზის განვითარება და აბრეშუმის სარტყელში მონაწილე ქვეყნების მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენდა. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს საკუთარი ქვეყნის ამ პროცსეში ჩართულობას და როლს ეკონომიკური განვითარების გზაზე.
დავით კოდუამ მოხსენებისას ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. „ჩინეთი არის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის კორიდორის განვითარებით და ახალი აბრეშუმის გზის ხორცშესხმით, რაშიც ცენტრალური როლი შეუძლია ითამაშოს საქართველომ საკუთარი შესაძლებლობებით, საკუთარი რესურსული პოტენციალით. ჩინეთთან და სხვა აბრეშუმის ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობა უნდა გახდეს ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის.“ -აღნიშნა დავით კოდუამ.
მოხსენებისას, დავით კოდუამ ყურადღება გაამახვილა იმ ახალ რეალობაზე, რომელსაც სთავაზობს საქართველოს ბიზნეს-გარემო და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება. „მთავრობის მიზანია მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი, ევრაზიული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრების უზრუნველყოფას.“-განაცხადა დავით კოდუამ.
დავით კოდუამ ყურადღება გაამახვილა ასევე ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების კუთხით ქვეყნის შთამბეჭდავ პროგრესზე, რომელიც დასტურდება სხვადასხვა მაღალრეიტინგული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით, რომელიც შეეხო შემდეგ მიმართულებებს: ეფექტურ, პრობიზნეს და კორუფციისაგან თავისუფალ ხელისუფლებას, ბაზრის პოტენციალის ზრდას, უცხო ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს, კონკურენტუნარიან შრომით და ენერგო რესურსებს, ეკონომიკის ლიბერალიზაციით გაუმჯობესებულ სავაჭრო ბალანსს, ეფექტურ საბანკო სისტემას და კრიმინალიზაციის დაბალ მაჩვენებელს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ტრანზიტული ტვირთების მოძრაობის მხრივ და აბრეშუმის ისტორიული გზის მონაკვეთზე საქართველოს პოტენციალის გამოყენებას.
დავით კოდუას განმარტებით ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებას სოფლის მეურნეობის და საკვები მრეწველობის მიმართულებით დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას „აბრეშუმის გზის“ ქვეყნებს შორის.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო