სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი ავტომობილები გადაეცა

2014-10-31 19:18:00

 სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრმა ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს დღეს სრული აპარატურით აღჭურვილი ,,ფორდის“-ის მარკის ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა. ავტომობილების გადაცემას სასწრაფო –სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ხარაშვილი, პრეზიდენტის რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ქ.ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და ქ.ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია დაესწრნენ. „ჯანდაცვის სამინისტრო ასრულებს დანაპირებს და სახეზეა ოთხი ახალი, ულტრათანამედროვე ტიპის ავტომობილი. წლის ბოლომდე დაემატება ორი მაღალი გამავლობის თანამედროვე ავტომობილიც. მთლიანად რეგიონში გათვალისწინებულია 30 მსგავსი ავტომობილის შემოყვანა. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ავადმყოფების მომსახურეობის დონის ამაღლებას. მოგეხსენებათ, ბინაზე გამოძახებები ვერ სრულდებოდა სრული დატვირთვით. უკვე დღეიდან, იგი დროული და ხარისხიანი გახდება. ასევე კომფორტულად მოხდება ავადმყოფების გადაყვანა სახლიდან ამბულატორიაში. ეს ყველაფერი კი ქალაქის განვითარებას ხელს შეუწყობს.“–განაცხადა რწმუნებული–გუბერნატორის მოადგილემ, კობა ქანთარიამ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ავტოპარკის განახლება 29 ოქტომბერს დაიწყო და სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრს 24 ახალი მანქანა გადასცა. ღონისძიებას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი დაესწრო. სამედიცინო წესით აღჭურვილი, „FORD“–ის მარკის ავტომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებში პროპორციული წესით გადანაწილდება. პირველ ეტაპზე ახალციხისა და ოზურგეთის განყოფილებებს 1, თელავის, მცხეთისა და ქობულეთის განყოფილებებს 2, გორი/ტყვიავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ქუთაისის განყოფილებებს კი 4 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაეცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2015 წლის დასაწყისისათვის „FORD”–ის საშუალო გამავლობის 80 და “VOLKSWAGEN”–ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება. სახელმწიფომ, ავტოპარკის განახლების მიზნით, საერთო ჯამში 11 მილიონამდე ლარი გამოყო.  

                          

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო