სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა

2018-08-01 14:33:00

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიებას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სამეგრელოს რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები გაუძღვნენ. საჯარო განხილვაში სიტყვითა გამოვიდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგია, რომელმაც სპორტის სფეროში გასატარებელ რეფორმებსა და ინიციატივებზე ისაუბრა, მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ზუგდიდში სპორტის დარგში მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.

კანონპროექტის საჯარო განხილვები  საქართველოს მასშტაბითტარდება. განხილვაში მონაწილეობის მიღება და ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრას, მოქალაქეებთან ერთად, სპორტის სფეროს წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვები ემსახურება საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით.  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტი უზრუნველყოფს საჯარო კონსულტაციების ფორმატში გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების მიწოდებას, შესაბამისი რეაგირების მიზნით, კანონის პროექტის ავტორისათვის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის. პარლამენტისთვის კანონის პროექტის წარდგენა დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე.

ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა. 

საჯარო განხილვები ეწყობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.  ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid).

კანონის პროექტის ტექსტი და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.bit.ly/sportis-kanoni

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო