სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში სასოფლო-სამეურნეო რესურსცენტრი-აგროსახლი გაიხსნა

2014-10-24 14:11:00

ზუგდიდში, ყოფილი ფაიფურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია USAID-ისა და NEO-ს მხარდაჭერით, აგროსახლი გაიხსნა. სასოფლო-სამეურნეო რესურსცენტრის პრეზენტაციას საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, სტივენ ჰეიკენი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია და ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აგროსახლი ფერმერებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. ლაბორატორიაში შეასძლებელია ნიადაგის, თხილის, ფოთლისა და წყლის ანალიზების ჩატარება. აგროსახლში არსებული ვეტერინარული კლინიკა ფერმერებს ხელოვნური განაყოფიერების მომსახურებასაც სთავაზობს.

USAID\NEO-ს წარმომადგენლების განცხადებით, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ფერმერებს საშუალება ჰქონდათ ორგანიზაციის მხარდაჭერით, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ეწარმოებინათ კენკროვანი ხილი, ბოსტნეული და თაფლი. USAID\NEO-ს დახმარებით რეგიონში ჩამოყალიბდა 23 სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც სალათი, კიტრი, მარწყვი, პომიდორი და ყვავილები მოჰყავთ. ასევე მოეწყო ღია გრუნტში წარმოების 5 სადემონსტრაციო ნაკვეთი, კენკროვნების სანერგე მეურნეობა მარწყვის, მაყვლისა და ჟოლოს მოსაყვანად, შეიქმნა საქონლის ფურაჟის საწარმო. NEO-ს ხელშეწყობით მოეწყო სამი მეტეოროლოგიური სადგური, რომელიც მიზნად ისახავს ხილის და ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერების ხელშეწყობას ირიგაციაში, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ მიერ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების 25 თემში ჩატარდა მუშაობა ეკონომიკური განვითარების გეგმების შესაქმნელად და მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. აღნიშნული ობიექტები ნაპირსამაგრი გაბიონების, საბავშვო ბაღების, სადრენაჟო არხების, შიდასასოფლო გზებისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას მოიცავს.

რწმუნებული-გუბერნატორის, კობა ქანთარიას განცხადებით, აგროსახლი და USAID\NEO-ს მიერ მხარეში განხორციელებული პროექტები წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთანამშრომლობის მკაფიო მაგალითს, რის მეშვეობითაც მოსახლეობას სასურველი მომსახურების მიღება უადვილდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო