სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჭუბერში დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს

2018-07-11 12:54:00

ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ფოთის საკრებულოს წევრებმა და ქალაქის მერმა ჩაიტანეს. ჭუბერს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ეხმარებიან. შემოსულ პროდუქტებს, დაზარალებულ ოჯახებსა და ჭუბერის თემის ყველა ოჯახს საგანგებო შტაბის წევრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ურიგებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ფოთის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ჭუბერმა ძალიან დიდი დახმარება მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, რაც დაზარალებული მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია.

ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის პროდუქტს, პირველადი მოხმარების ნივთებს და მედიკამენტებს სხავადსხვა ორგანიზაციები აგზავნიან, მათ შორის: თბილისის, ზუგდიდი, ფოთის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, სენაკის, ხობის, მარტვილის და აბაშის მერიები, ენგურჰესი, ნენსკრა ჰიდრო, გორმედი, გალფი, ფარმადეპო და სხვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ჰუმანიტარული დახმარების სახით, შპს „ბერვილი ჯგუფმა“, შპს „აგრიკომმა“ და შპს „ცერერამ“ დაზარალებულ მოსახლეობას 300 ტომარა ხორბლის ფქვილი გადასცა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო