სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მედია ტური ''აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში''

2018-06-29 21:38:00
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ზრდა-ს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ქართველ ჟურნალისტებთან, რომელიც სამეგრელოს რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსის პოპულარიზაციას, ამასთან თანამედროვე და მოთხოვნადი სერვისების განვითარების მხარდაჭერასა და დამატებითი ტურისტის მოზიდვას ისახავს მიზნად. 

29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით რეგიონში ტარდება მედია ტური ქართველი ჟურნალისტებისათვის, რათა გაიზარდოს სამეგრელოში არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობა და ხელი შეეწყოს მეტი ვიზიტორ-დამსვენებლის მოზიდვას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივი სუბიექტების შემოსავალების ზრდას და განვითარებას. 

მედიის წარმომადგენლებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, zrda-ს წარმომადგენლებმა და მარტვილის მერის მოადგილემ გააცნეს.

მედია ტური მოიცავს მარტვილის, ჩხოროწყუს, და სენაკის მუნიციპალიტეტებს და ემსახურება რეგიონში არსებული და ნაკლებად ცნობილი უნიკალური ბუნებისა და კულტურის ძეგლების, მეგრული სამზარეულოსა და აგროტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. დამატებით, შეიქმნება ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შუეწყობს შეთავაზებათა სპექტრის გაზრდას და ვიზიტორთა ნაკადის მატებას.

USAID-ის პროექტი Zrda ასევე ხელს უწყობს სათავგადასავლო და სოფლის ტურიზმის განვითარებას რეგიონებში. ვინაიდან სამეგრელო გამოირჩევა უნიკალური ბუნებით - მთაგორიანი რელიეფი, ჩქარი მდინარეები, თვალწარმტაცი ტბები, მღვიმეები და წყალუხვი კანიონები, რაც წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების წინაპირობას, Zrda-ს ინიციატივთა და მხარდაჭერით სამეგრელოში ამოქმედდა საფეხმავლო გამყოლების, ჯომარდობისა და კანიონინგის ინსტრუქტორებისა და მყვინთავების გადამზადების კურსები პროექტის სამიზნე თემებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. 

პროგრამის მომზადებასა და ქართველი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფენ ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციის (IRF), კანიონინგის საერთაშორისო ასოციაციის (CIC) და საერთაშორისო სამაშველო ტრენინგ ორგანიზაციის წარმომადგენლები (Rescue 3). ამასთან, Zrda-ს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მარკირებული საფეხმავლო მარშრუტების ამსახველი ელ.რუკების განთავსება საერთაშორის საძიებო სისტემაზეwww.wikiloc.com, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესებულთა შორის. ეს უკანასკნელი კი, დამატებითი ვიზიტორის მოზიდვის კიდევ ერთი საშუალებაა.
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო