სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელოს რეგიონში 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

2018-06-28 17:14:00

სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. აქედან 2 საბავშვო ბაღის აშენება ზუგდიდში, ორის სენაკში და ერთის ფოთში იგეგმება. ახალი საბავშვო ბაღების პროექტების განხორციელება დევნილთა ჩასახლებებში მოხდება.

დაგეგმილი პროექტები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორტორ ლევან შონიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს ვინსენტ დონტონს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

პროექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღების მშენებლობასთან ერთად განხორციელდება სხვადასხვა პროექტები. როგორც შეხვედრაზე ვინსენტ დონტონმა აღნიშნა, სამეგრელოში 100-მეტ დევნილ ოჯახს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში აუშენდება ახალი საცხოვრებელი სახლი.

ლევან შონიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმოადგენლებს რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების გამო მადლობა გადაუხადა და საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, დევილთა ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
1213
14
15161718
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო