სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

2018-06-27 20:20:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

"დღევანდელი დღე ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური, ველი საინტერესო ინიციატივებს,"- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართული შეხვედრისას.

პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის კურსდამთავრებულებს უმაღლესი სასწავლებლების დამთავრება მიულოცა და ყურადღება განათლების სისტემის რეფორმასა და ახალგაზრდულ ეკონომიკაზე, ინოვაციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე, ახალგაზრდებში კულტურის, სპორტის პოპულარიზაციის მნიშვნელობასა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებზე გაამახვილა.

„ჩვენ განათლება და ახალგაზრდული ეკონომიკა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. აქ ჩვენ გვჭირდება ძალიან პრინციპული და რადიკალური ნაბიჯები," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელის საჭიროებაზე, სადაც განათლებას დომინანტი პოზიცია ექნება.

„სიღარიბის დამარცხება - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვესმოდეს. თუ ჩვენ გვინდა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა გვქონდეს, როგორსაც ჩვენ დღე ვხედავთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ამისთვის გვჭირდება პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი. მოდელი, სადაც თქვენი კონტრიბუცია იქნება წამყვანი და სადაც განათლებას ექნება დომინანტი პოზიცია, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზაციას ჩვენს სამშობლოში, საქართველოში," - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეს საზღვარგარეთ წასვლა შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზების მიზნით.

„მე ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოში. იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს წასვლა საკუთარი თავის თვითრეალიზაციის მიზნით საზღვარგარეთ. საზღვარგარეთაც უნდა წავიდეთ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღოთ, მაგრამ გარემო ისეთი უნდა იყოს საქართველოში, რომ ყველას გვქონდეს განცდა - ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის თვითრეალიზაცია მოვახდინოთ აქ," - აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განათლების, კულტურისა და სპორტის ერთ სამინისტროში გაერთიანების გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს სფეროები ცალ-ცალკე წარმატებული ვერ იქნება.

„ახალგაზრდული ეკონომიკა ნიშნავს ინოვაციებს, ენერგიას, იმას, რომ არ შევეგუოთ რაღაც არსებულ „სტატუს კვოს", რომელიც შესაძლოა რაღაც ჭაობის მაგვარ სიტუაციას გვაგონებდეს. ახალგაზრდული ეკონომიკა ნიშნავს ერთსულოვნებას, იმას, რომ ორიენტირებულნი ვიყოთ პროგრესზე, იმაზე, რომ ის ფასეულობები რაც წინაპრებისგან გვაქვს შევინარჩუნოთ და გადავცეთ ახალ თაობებს, განვავითაროთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და იცით, რომ განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებებს ვაერთიანებთ ერთ სამინისტროში. ჩვენი შეხედულებით, ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა ვერ იქნება წარმატებული ცალკე აღებული. ეს უნდა იყოს ერთიანობაში იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი მოქალაქეები და ისეთი სისტემა, სადაც გვეყოლება განათლებული ადამიანები, ძალიან მაღალი მორალითა და ფასეულობებით და, რა თქმა უნდა, სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების პრინციპით მცხოვრები ახალგაზრდები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მეტი ახალგაზრდული სივრცის საჭიროებაზე და კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სპორტული და ახალგაზრდული სივრცეები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის, ჩვენი აფხაზი ძმებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ახალგაზრდული სივრცე. დღეს მე განვაცხადე ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რომელსაც ძალიან მოკლე ვადაში დავიწყებთ. ზუგდიდში აუცილებლად იქნება ოლიმპიური პარამეტრების მქონე აუზი, სადაც ძალიან ბევრ საერთაშორისო ტურნირს ჩავატარებთ. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ხელმისაწვდომი და თვალნათელი უნდა იყოს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის, ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ახალგაზრდულმა ენერგიამ თავისი გზა და კალაპოტი იპოვოს და ეს ყველაფერი აისახოს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე, წინსვლაზე," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ზუგდიდში მაღალი დონის პროფესიული სასწავლებელი შეიქმნება.

„მე ძალიან მიხარია, რომ „ტექნოპარკი" ზუგდიდში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ერთ-ერთი პირველი, რასაც გავაკეთებთ და განათლების სისტემის რეფორმა ამას გულისხმობს, ესაა - ძალიან მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლის გაკეთება განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ასეთ პირველ სასწავლებელს ჩვენ აუცილებლად გავხსნით ზუგდიდში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის ნიჭი, რაც არის ამ ჩვენ ლამაზ კუთხეში მაქსიმალურად ტრანსფორმირდეს 21-ე საუკუნეში ისეთ პროფესიებში, რომლებზეც ყოველთვის იქნება მოთხოვნა. მე გარწმუნებთ, ამაზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა,"- მიმართა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს.

მისივე თქმით, განათლების სისტემას უნდა ჰქონდეს რეგიონულ მხარდაჭერის კომპონენტი.

„კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა გახლავთ ის, რომ ჩვენს განათლების სისტემას უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული მხარდაჭერის მომენტიც და ფუნქციაც. თუ თქვენ ნახავთ საქართველოს სამეცნიერო-ინტელექტუალურ პოტენციალს და ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან. ამ პოტენციალს სჭირდება კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, გაღვივება და განვითარება," - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შეკრებილ ახალგაზრდებს.

სტუდენტებთან გამართულ შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო