სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ნოქალაქევში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

2014-10-18 18:08:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნოქალაქევში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო.მთავრობის მეთაური ციხე-გოჯის ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა და ჭადრაკის ტურნირის მონაწილე ბავშვებს გაესაუბრა.სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ეგრისობის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა განაცხადა, რომ მრავალი წლის შემდეგ აღდგა ეგრისობის დღესასწაული და ის ამიერიდან ყოველწლიურად აღინიშნება.„ჩვენი მიზანი საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი, ევროპული ტიპის სახელმწიფო. ჩვენი ხალხი იმსახურებს, რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საერთო ევროპულ ოჯახში. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუქმნას ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების პირობები. მართალია, თითოეულ ჩვენგანს ეჩქარება შედეგი, მაგრამ ყველა პროცესს დრო სჭირდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ახალ საწარმოებზე ისაუბრა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
„კეთილმოწყობილი გზები და ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და უფრო მეტ სტუმარს მოიზიდავს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი. ეს გააჩენს სამუშაო ადგილებს და დამატებით შემოსავალს მოუტანს ჩვენს ხალხს. ჩვენს ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. მთავრობა მთელი ხალხის გასაკეთებელს ვერ გააკეთებს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, იყო დაძაბული რეგიონი და ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ მოსახლეობას დავუბრუნეთ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ძალადობროვად წართმეული თავისუფლება. ჩვენ გვინდა თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი საქართველო. ჩვენს წინაშე კიდევ ბევრი გამოწვევაა, კრიტიკულ მომენტში მოგვიწია ქვეყნის მართვა, მაგრამ კონსტრუქციული პოლიტიკით გადავლახეთ ბარიერები ისე, რომ არ დავარღვიეთ ჩვენი მოსახლეობის მშვიდობა და სტაბილურობა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო