სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის II ეტაპი (გასაუბრება) ჩატარდა

2018-06-22 17:07:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის II ეტაპი (გასაუბრება) ჩატარდა.

კონკურსი გამოცხადებული იყო ადმინისტრაციაში არსებულ 3 ვაკანტურ თანამდებობაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მესამე რანგის - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მესამე რანგის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

კონკურსი აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 2018 წლის 8 მაისს გამოაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სულ 43 განცხადება შემოვიდა, აქედან კონკურსის მეორე ეტაპზე 12 აპლიკანტი გადავიდა. დღეს გამართულ გასაუბრებაზე კი 6 გამოცხადდა.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობა: კომისიის თავმჯდომარე - ნუგზარ გაბელია (რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი), კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - მაკა ფიფია (სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში), კომისიის წევრები: გრიგოლ დაგარგულია (გუბერნატორის ადმინისტრაციის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში), ლაშა ნარსია (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი), ეკა მიქელაძე (საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი).

კონკურსანტების გასაუბრების მონიტორინგი ხორციელდება აუდიო ჩაწერით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო