სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„კულტურა საზღვრებს გარეშე“ რუხსა და ტყაიაში ღონისძიებებს გამართავს

2018-06-19 16:13:00

10 მაისიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე", რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, სადაც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ჩასული სტუმრების მიერ ორგანიზებულ კონცერტებსა თუ შეხვედრებში.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება  21 ივნისს სოფ. ტყაიაში, სოფ. რუხში და ქ. ზუგდიდში, სადაც მწერლები და მეცნიერები - სსიპ თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ირმა რატიანი, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფ. მაკა ელბაქიძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე,  წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის - დამოუკიდებლობის 100 წლისთავი,  ქართული მწერლობა 1918-1921; ასევე ისაუბრებენ  კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ მკითხველთან დიალოგს,  მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ანიმაციური ფილმების „აპრილის სუსხი“ და „ფრანი“ ჩვენება.

ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გამართავს სპეკტაკლს.

პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც რუხში ნეკა სებისკვერაძის ბენდის მონაწილეობით გაიმართება.

პროექტის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წიგნის ხელმისაწვდომობის საკითხსაც. ადგილობრივ სკოლებს და ბიბლიოთეკებს გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.    

 

სოფ. ტყაია - ქ. ზუგდიდი - სოფ. რუხი - ღონისძიებების განრიგი:

21 ივნისი.

  • 16:45:17:00 - სკვერის ბიბლიოთეკის გახსნა სოფ. ტყაიას საჯარო სკოლის ეზოში
  • 17:10 - 18:00 - სოფ. ტყაიას საჯარო სკოლა: ლექცია: ქართული ლიტერატურა 1918 – 2018 (თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ირმა რატიანი, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფ. მაკა ელბაქიძე)
  • 18:05 – 18:35 – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ანიმაციური ქართული ფილმების „აპრილის სუსხი“ და „ფრანი“ ჩვენება.
  • 18:00 – 19:00 ქ. ზუგდიდი: მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი - ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „კვაჭი“ 
  • 19:30 – 20:20 - სოფ. რუხი („რუხი მოლი“) ლექცია: ქართული ლიტერატურა 1918 – 1921 - წარმდგენი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - მწერალი გიორგი კეკელიძე
  • 20:30 – 21:30 - სოფ. რუხი („რუხი მოლი“) მუსიკალური კონცერტი - ნეკა სებისკვერაძე (კვარტეტი)

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო