სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„ნატოს თასის“ გამარჯვებული ხობის საკრებულოს გუნდი გახდა

2018-04-21 16:03:00

სამეგრელო- ზემო სვანეთში ნატოს დღეების ფარგლებში, მინი ფეხბურთში „ნატოს თასის“ მფლობელი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდი გახდა. ფინალურ შეხვედრაზე ერთანეთს ხობის საკრებულოს და ჩხოროწყუს მერიის გუნდები შეხვდნენ.

ტურნირში სულ სამეგრელო- ზემო სვანეთის მერიებისა და საკრებულოების ცამეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირის გამარჯვებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელთან ერთად სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.

ტურნირი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ნატოს დღეები საქართველოში 16 აპრილს გაიხნა და 1 მაისიამდე გაგრძელდება. წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით არაერთი ღონისძიება იმართება.

ნატოს დღეების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, სტუდენტებთან. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო