სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სალხინოში აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა,

2018-04-17 22:34:00

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა, რომელსაც კომიტეტის წევრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომიტეტის სხდომაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების და სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის განხორციელების შესახებ ისაუბრეს. სტრატეგია დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარუდგინა.

შეხვედრაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის (აზიური ფაროსანა) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების თაობაზე, დეპუტატებს ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ლიპარტიამ წარუგდინა.

მესამე საკითხი რომელიც გასვლით სხდომაზე განიხილეს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საქმიანობის ეფექტურობას შეეხებოდა.  

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო