სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი შენდება

2018-02-27 13:16:00

ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის, ახალი ცენტრი მალე ფოთის მოსახლეობას მოემსახურება.

ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ფოთის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი მაისიდან შევა ექსპლუატაციაში. წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალს სხვა შენობაში უწევდა ყოფნა. მალე საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში განთავსდება.

ახალი ცენტრი შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით.

სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრიუვი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 415 000 ლარია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო