სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონის მერებს და მათ მოადგილეებს შეხვდა

2018-02-26 15:56:00

➡  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, მათ მოადგილეებს და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებს, გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან ერთად შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის გუბერნატორმა მერებს ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და არსებული მარშრუტების გამრავალფეროვნება დაავალა.

"ჩვენს რეგიონს აქვს ამოუწურავი ტურისტული პოტენციალი, უნდა შევქმნათ ახალი მარშრუტები. ძალიან წარმატებულია მარტვილის კანიონი, ჩვენ ვმუშაობთ, რომ  ინფრასტრუქტურა ასევე განვავითაროთ ბალდას კანიონზე, სადაც ბევრად საინტერესო მარშრუტია ტურისტებისთვის. ტურისტული მარშრუტების განვითარება მოხდება მუხურში, ხობის წლის ხეობაში, ასევე ინწრას და სქურის მიმართულებით. უკვე ვმუშაობთ აბაშაში წყემის მიმართულების განვითარებაზე, გარდა ამისა აბაშის შემოსასვლელში განთავსდება ე.წ. "რეგიონის კარიბჭე", სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად  მოხდება საინფორმაციო ცენტრის განთავსება, რომელიც მიიღებს რეგიონში შემოსულ ტურისტებს და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციებს, აქ არსებული ღირსშესანიშნაობების და ტურისტული ობიექტების შესახებ" - განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

რეგიონის მერებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

,,მავნებელთან ბრძოლის საკითხებში მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ სოფლის რწმუნებულები, ასევე მოხალისეები რათა გატარებული სამუშაოები იქნეს ბევრად ეფექტური. ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მივიღებთ კონკრეტულ გეგმა-გრაფიკს, რის მიხედვითაც მოხდება მავნებელთან ბრძოლა და იმ სამუშაოების გატარება რაც მთავრობას აქვს დაგეგმილი" - განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

მერებთან გამართულ შეხვედრაზე დასუფთავების მასშტაბური აქციის ჩატარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. როგორც ლევან შონიამ აღნიშნა დასუფთავების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში კვირას, 4 მარტს მოხდება და მასში ჩართვის სურვილი ნებისმიერ მოქალაქეს ექნება. 

"ჩვენმა რეგიონმა მასშტაბურ დასუფთავების აქციაში გასულ წელს საქართველოს რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტი მოხალისე გამოიყვანა, წელსაც ეს მონაცემები აუცილებლად უნდა იყოს შთამბეჭდავი. ყველა უნდა გავუფრთხლდეთ ჩვენს ეზოს, ქუჩას, ქალაქს, რეგიონს, ქვეყანას და ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე. ჩვენს მუნიციპალიტეტებში დასუფთავების სამსახურები დღე და ღამე მუშაობენ, მათ მიერ გაწეული შრომა დაუფასებალია და ჩვენ სწორედ მათ უნდა მივბაძოთ სუფთა გარემოს შესაქმნელად. მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეს, თითოეულ მოქალაქეს მივიღოთ აქციაში მონაწილეობა და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე" - განაცხადა ლევან შონიამ.

გუბერნატორმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებისგან ინფრასტრუქტურული პროექტების მიმიდნარეობასთან დაკავშირებითაც მიიღო ინფორმაცია და მომავალი წლის პრიორიტეტული პროექტები განიხილა, რაც მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმაში აქვთ ასახული. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო