სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელოში ტურიზმის განვითარების პირველი სიმპოზიუმი ჩატარდება

2018-02-21 11:04:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-სთან ერთად რეგიონის ტურიზმის განვითარების პირველი სიმპოზიუმისთვის ემზადება. სიმპოზიუმის მიზანია განსაზღვროს რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები და დაადგინოს პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას.

რეგიონში ტურიზმის განვითარების პირველი სიმპოზიუმის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისრაციაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ზუგდიდის ვიცე მერი გია გულორდავა და "ზრდა სქართველოში" პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი, პროექტისა და ადაგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედარაზე ბიზნეს ფესტივალ "ანაკლიობის" გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს. ფესტივალი ბიზნესის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების კომპლექს წარმოადგენს. „ანაკლიობაზე“ პირველად გასულ წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, USAID-ის პროექტი Zrda-ს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანიებით განხორციელდა და მაში მონაწილეობა 50-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. 

"ანაკლიობა" მიზნად ტურიზმის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს. ფესტივალში ბიზნესმენებთან ერთად ადგილობრივებიც მონაწილეობენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
67891011
12
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო