სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან მიძღვნილი ღონისძიება

2014-05-09 17:46:00

9 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის თემში, საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ტერიტორიაზე ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს, ხსოვნის ველზე ყვავილებით შეამკეს შინმოუსვლელთა საფლავები და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

ომის ვეტერანებს დღესასწაული მიულოცეს სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილემ ხვიჩა ჟიშკარიანმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის მოადგილემ ედიშერ ჯობავამ. საზეიმო ღონისძიება გაიმართა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით. ანსამბლმა „კოლხეთმა“ დამსწრე საზოგადაოებისათვის მრავალხმიანი სიმღერები შეასრულა. ქ. ხობის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ზაირა ცხადაიამ სამადლობელი სიტყვით მიმართა ომის ვეტერანებს, ხოლო მისმა აღსაზრდელებმა მათთვის ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და თბილი შეხვედრისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ვეტერანთა ხობის რაიონული საბჭოს თავმჯდომარემ ალიოშა ცხადაიამ და სამამულო ომის ვეტერანმა ოთარ ჩოკორაიამ.

საქართვალოს მთავრობის დადგენილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 69¬ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დაწესდა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 400 ლარის, ხოლო ომში დაღუპულთა თითოეული მარჩენალდაკარგულისათვის 200 ლარის ოდენობით.

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ომის ვეტერანებისთვის გამოიყო ერთჯერადი დახმარება 150 ლარის ოდენობის, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ ხელმძღვანელობამ ვეტერანები 100-100 ლარით დაასაჩუქრა. 2014 წლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებიულია მეორე მსოფლიო ომის 16 ვეტერანი: ოთარ კობახიძე, ჟორჟი ბუკია, კაპიტონ ცხადაია, ალექსანდრე ცხადაია, ბოჩო გვაზავა, აკაკი ნაროუშვილი, გრიგოლ ლეფსაია, დავით ბერიშვილი, უშანგი შელია, ვალიკო ჭითანავა, ოთარ ჩოკორაია, სერაპიონ ჯაკონია, კარლო ლატარია, შალვა ჭანტურია, შოთა უფლისაშვილი, შალვა ჯავახიშვილი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
23
4
5678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო