სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში - პროექტის პრეზენტაცია

2018-01-24 15:19:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში, პროექტის - „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ოთარ კონჯარია უძღვებოდა.

პრეზენტაციაზე, საქართველოს რეგიონებში სოფლის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ძირითადი გამოწვევების გამოვლენა, სოფლის განვითარების სტრატეგია დაპრიორიტეტები განიხილეს.

პრეზენტაციას, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ნუგზარ გაბელია, ასოციაციის წევრები, მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აღნიშნული პრეზენტაცია მიზნად ისახავდა, საჯარო სამსახურების წარმომადგენლებისთვის პროექტის გაცნობას და სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვას.

პროექტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო