სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება

2018-01-14 18:02:00

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერტად დაესწრო.

მიღებას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და დამსწრეებს ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

,,საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მთელს მსოფლიოში და წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის თუ პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ, გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა მას საერთო ევროპულ ოჯახთან. ამ დროშას იცნობდნენ და იცნობენ მსოფლიოში და ღირს პატივს მიაგებენ მას”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.


სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენაზე მუშაობა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დაიწყო და დიდი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ დადგენილიყო, თუ როგორი დროშა ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს ისტორიული დროიდან. ირაკლი კობახიძემ ამ საქმეში შეტანილი საკვანძო წვლილისთვის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, ელდარ შენგელაიას მადლობა გადაუხადა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო