სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

უმსხვილესი ჩინური კორპორაცია ZPMC-ი ანაკლიის პორტის პარტნიორია

2017-12-28 18:57:00

უმსხვილესი ჩინური კორპორაცია ZPMC-ი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ერთვება. კომპანიამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელი მოაწერა წინარე ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ZPMC-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უერთდება და კონსორციუმის გრძელვადიანი პარტნიორი ხდება.

შეთანხმების მიხედვით, უმსხვილესი ჩინური კომპანია პორტის მშენებლობაში მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და, დამატებით, ჩინურ საფინანსო ინსტიტუტებს მომავალი ინვესტიციებისთვის მოიზიდავს. ZPMC-ი ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის უზრუნველყოფს უახლესი, თანამედროვე სტანდარტების საკონტეინერო ამწეებისა და საკონტეინერო ტერმინალის მართვისთვის საჭირო სხვა ტექნიკის მიწოდებას.

ჩინეთის მთავრობის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში, ZPMC-ი ასევე ჩინური ლოგისტიკური კომპანიების ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მოზიდვას უზრუნველყოფს. 

ანალიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გრძელვადიან პარტნიორობასთან ერთად, ZPMC-ი ასევე აპირებს კონსორციუმის მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობა მიიღოს და, გამარჯვების შემთხვევაში, პორტის სამშენებლო სამუშოების ნაწილი განახორციელოს.

„ZPMC-ის შემოსვლა ანაკლიის პროექტში უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია - საუკუნის პროექტის განხორციელებაში მსხვილ ამერიკულ ინვესტორებთან ერთად მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა ერთვება - ჩინური კორპორაციის სახით. საქართველო იქნება ZPMC-ის პორტფელში მეასე ქვეყანა, სადაც ის ოპერირებს. ეს არის პირველი წინარე ხელშეკრულება, რომელიც ჩინურ კორპორაციასთან გავაფორმეთ და მას აუცილებლად მოჰყვება სხვა ჩინურ კომპანიებთან შეთანხმებებიც - მათთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და შედეგების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. 

ZPMC-ი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც რთული პირობებისთვის განკუთვნილ და მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მათ შორისაა დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკა, საზღვაო და სხვა ტიპის მძიმე ტექნიკა. კომპანია ასევე მოწინავეა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტექნიკის მაღალი სტანდარტებით წარმოებაში.

კომპანიის მფლობელობაშია 60,000 დან 100,000 ტონის სიმძლავრის 26 გემი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან. ZPMC-ის ცენტრალური ოფისი შანხაიში მდებარეობს და კომპანია შანხაის საფონდო ბირჟაზე კვოტირებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო