სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩაჟაშის სრული რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება

2017-11-18 15:02:00

სვანეთის არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აგრძელებს უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესს. კომპლექსური სამუშაოები, რომელიც სვანურ სოფელში სააგენტოს 2014 წლიდან აქვს დაწყებული, 2020 წელს დასრულდება.

ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ჩაჟაშში მდებარე 50 მდე კოშკიდან და მაჩუბიდან უკვე სრულად აქვს აღდგენილი 30 ზე მეტი ისტორიული ძეგლი. დასრულდა ადგილობრივი ეკლესიის ქვის საკონსერვაციო და სახურავის მოწყობის სამუშაოებიც. რეაბილიტაციის პროცესს, 2016 წლიდან, სააგენტო თანადაფინანსების სახით ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროექტებში, სახელმწიფო უწყების ერთე-ერთი მთავარი დონორი ორგანიზაციაა.

მიმდინარე წელს, ჩაჯაშში ნიჟარაძეების 12 საგვარეულო მაჩუბი და კოშკი რეაბილიტირდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ფიქალის ქვის გადახურვა სრულად შეიცვალა და განახლდა. გამოფიტული კედლების საპირე წყობა დაზიანებულ სეგმენტებზე დაიშალა და ხელახლა აღდგა კირ-დუღაბით. მშრალი ქვის წყობის ბზარები შეივსო და ფარული რკინა-ბეტონისა და რკინის სალტეებით გამაგრდა. სრულად შეიცვალა გადახურვის ხის კონსტრუქციები, რომლებიც ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარა და ანტისეპტიკურად დამუშავდა. მაჩუბებისა და ციხე-კოშკების ნაწილის საძირკვლები გაძლიერდა კირ-დუღაბის ხსნარით. მაჩუბების სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები სრულად აღდგა იატაკის ფენილი მრგვალი ხე-მასალით. რიგ შემთხვევებში შეიცვალა ხის კარები, რომლებიც ავთენტური ფორმით დამზადდა და ნაჭედი რკინა-კავეულით მოეწყო. ფიზიკური სამუშაოების პროცესს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლის გაზაფხულიდან განაახლებს. მომდევნო ეტაპიც, წინა წლებში განხორციელებული სამუშაოების მსგავსად, სარეაბილიტაციო ციხე-კოშკებისა და მაჩუბების სახურავებისა და კედლის საპირე წყობების აღდგენა-გამაგრებას მოიცავს.

სამომავლოდ იგეგმება იმ ციხე-კოშკის რეაბილიტაციაც, სადაც ამჯამად უშგულის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული. სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 3 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 70 - მდე სვანური კოშკი და მაჩუბი.

არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 160 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი, რომელიც მუზეუმადაა გამოცხადებული, 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს და 11 ხალხურ საცხოვრებელს აერთიანებს. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი. გადმოცემის თანახმად, ჩაჟაში თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო. ჩაჟაში სვანურად ცხენების სადგომს ნიშნავს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო