სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა SSA Marine – ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2017-11-16 13:29:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine – ის ვიცე პრეზიდენტი კარლ როჯერ საჰლინი და მთავარი ინჟინერი რიკარდო ჩენგი ანაკლიას ეწვივნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა პორტის პროექტის ტერიტორია მოინახულეს. ანაკლიაში SSA Marine-ის მენეჯმენტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ და კომპანიის გუნდმა უმასპინძლა. 

„SSA Marine იქნება პორტოპერატორი კომპანია, როცა ანაკლიის პორტი დაიწყებს ფუნქციონირებას და გაუშვებს პირველ გემს. ჩვენ ანაკლიის კონსორციუმის გუნდთან ერთად დავიწყებთ ასევე მუშაობას პორტის დიზაინზე და ტექნიკურ დეტალებზე, რათა უახლოეს ხანში წარმატებით დაიწყოს პორტის პირველი ეტაპის სამუშაოები“,- განაცხადა შეხვედრაზე SSA Marine – ის ვიცე პრეზიდენტმა კარლ როჯერ საჰლინმა.

კომპანიის მთავარმა ინჟინერმა რიკარდო ჩენგიმ სამუშაო შეხვედრაზე პორტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პროექტის ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრა:

„ანაკლიის პორტი არის უნიკალური პროექტი, მისი სტრუქტურიდან გამომდინარე. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეშვეობით შესაძლებელი გახდება საქართველომ მიიღოს დიდი ტვირთმზიდი გემები. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან წლების განმავლობაში ქართული გემები ვერ ახერხებდნენ ამას, ასევე პორტის ტერიტორიაზე დამონტაჟდება თანამედროვე ამწეები, რომელიც განაპირობებს გემებიდან ტვირთის ჩამოტვირთვას უმოკლეს ვადაში“, - აღნიშნა რიკარდო ჩენგიმ.

“პორტის სამშენებლო სამუშაოები 20 დეკემბერს დაიწყება. უახლოეს ხანში კომპანიასთან ერთად დავიწყებთ დიზაინზე მუშაობას. სწორედ, ამ მიზნით ჩვენთან იმყოფებიან SSA Marine-ის წარმომადგენლები. ჩვენ უკვე იმ ფაზაში ვართ, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი თარიღი, რათა დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები“,- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი"-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ.


სამუშაო ვიზიტით მყოფი მსხვილი ამერიკული ტერმინალ-ოპერატორის წარმომადგენლები კვირის განმავლობაში გამართავენ შეხვედრებს სხვადასხვა უწყებებთან თბილისსა და ბათუმში. 

„SSA Marine-ი“ ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა. „კონტი ჯგუფის“ შემდეგ „SSA Marine-ი“ მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.

კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა და პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი გახდა. 

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი „SSA Marine-ი“ ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო