სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მინისტრმა და გუბერნატორმა დარჩელისა და კოკის განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს

2017-09-28 15:41:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ დარჩელისა და კოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს სოციალური პროექტის განხორციელების მიზნით, გრანტებს გადასცემს. პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 21 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა.

დარჩელის საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წლისთვის სათამაშო მოედანი მოეწყო, კოკის ბაღი კი საძინებლებით აღიჭურვა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ.

დარჩელის ბაღის შენობაში 5 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ადგილზე არიან დასაქმებულები. ბაღს 140 აღსაზრდელი ჰყავს, გარდა დარჩელისა მეზობელ სოფლებსაც ემსახურება და დამატებითი ფართი ესაჭირეობა. სწორედ ამიტომ,სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება , რომ იქ მცხოვრებ ოჯახებს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, უპირობოდ გადასცეს ბინები. დევნილი ოჯახების მიერ გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფართები კი ბაღის სარგებლობაში გადავა.

საგრანტო პროგრამა ,,ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. პროგრამას საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ.
პროგრამის ფარგლებში, დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, 10 000 ლარის ფარგლებში, კიდევ 24 სოციალური პროექტი დაუფინანსდებათ.
გრანტის მიღებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ სოციალური ინვესტიციის განხორციელების ადგილას პროექტის სამიზნე ბენეფიციარები ცხოვრობდნენ.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მარტოხელა მშობლები, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათი ოჯახის წევრები, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც მართავენ ოჯახს-დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს,ხანდაზმული პირები, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან, ობოლ შვილიშვილებზე.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო