სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„მეწარმეობის რეგიონული სკოლა“ ზუგდიდში პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს

2017-09-20 13:09:00

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ზუგდიდსა და ახალციხეში იწყებს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა’’ მეორე ეტაპს. პროექტი მოიცავს მეწარმეობის შესახებ ტრენინგებს, კრეათონებს (ბიზნეს იდეების მარათონი), ბიზნეს იდეებზე მუშაობას, პროტოტიპების შექმნას ტრენერებთან და მენტორებთან ერთად. 

,,მეწარმეობის რეგიონული სკოლაში’’ მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალგაზრდებს 16-დან 29 წლამდე. პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება:

ქ. ზუგდიდი:

23 სექტემბერი - კრეათონი (ბიზნეს იდეების მარათონი), ბიზნეს-იდეებზე მუშაობა, დასაწყისი 11:00 საათზე, ზუგდიდის ტექნოპარკი;

30 სექტემბერი, 1 ოქტომბერი - ტრენინგები მეწარმეობის თემაზე - დასაწყისი 11:00 საათზე; ზუგდიდის ტექნოპარკი.

მონაწილეთა რეგისტრაცია გაიმართება ღონისძიების დაწყებამდე 23 სექტემბერს, 10:00 საათზე, ზუგდიდის ტექნოპარკი; 

სამინისტროს პროგრამა მიმდინარე წელს არის საპილოტე და ხორციელდება ოთხ მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, და პანკისის ხეობაში. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებში სამეწარმეო და ინოვაციური უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მათ სტარტაპებს და თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს. 

პროგრამა ხორციელდება სამინისტროსა და USAID-ის პროექტი ,,ზრდას’’ თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამის საგანმანათლებლო ნაწილს უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ტენდერის საფუძველზე შერჩეული ორგნიზაცია ,,ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი’’.

პროექტის დასკვნითი ეტაპი 28-29 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. 10 საუკეთესო სტარტაპის ავტორი საკუთარ იდეას „თბილისი მოლში“ წარუდგენს ფართო საზოგადოებასა და პოტენციურ პარტნიორებს. მონაწილეთა ხარჯებს სამინისტრო სრულად დაფარავს. 

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 557 272 850; 555 605 606; 577 178 010

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე -http://bit.ly/2wtTDOJ

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო