სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

www.investinsamegrelo.ge - ახალი სერვისი ინვესტორებისთვის

2014-10-08 18:32:00

საინვესტიციო ვებ–გვერდი www.investinsamegrelo.ge, როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს ახალ Investment proposal სერვისს, რომელიც გულისხმობს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ობიექტების შეთავაზებას ინვესტორებისათვის. საინვესტიციო შეთავაზებებით დაინტერესების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა მიმართონ ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. საინვესტიციო შეთავაზებები შესაძლებელია განხილულ იქნეს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.
www.investinsamegrelo.ge არის საინვესტიციო ონლაინ ვებ–გვერდი, რომელიც შექმნილია სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ორგანიზებითა და გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის GIZ -ის დაფინანსებით.
საინვესტიციო ვებ–გვერდის მიზანია გააუმჯობესოს საინვესტიციო აქტივობა რეგიონში; მოიზიდოს უცხოური კაპიტალი, დააკმაყოფილოს და გააუმჯობესოს კერძო სექტორის წარმომადგენლების მომსახურება, რომელთაც აქვთ სახელმწიფო ქონების შეძენის ინტერესი. ვებ–გვერდის ადმინ ჯგუფი ისწრაფვის საინვესტიციო შეთავაზებების კუთხით მომსახურების მუდმივი სრულყოფისა და განვითარებისკენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო