სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა გაიმართა

2017-08-02 16:09:00

1-2 აგვისტოს ზუგდიდში და ანაკლიაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, „ანაკლიის განვითრების კონსორციუმის“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას და დააინტერესებულ პირებს შეხვდნენ და მათ ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევების ანალიზი, შესაძლო ზემოქმედება და შერბილებული მექანიზმები გააცნეს. ანგარიშს წარდგენის შემდეგ, კონსორციუმის წარმომადგენლებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს და მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სრული დოკუმენტი, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შეიმუშავა, საჯარო განხილვებამდე 45 დღის განმავლობაში ღია იყო. დაინტერესებულ პირებს კი შეძლოთ დოკუმენტს გასცნობოდნენ და კონსორციუმის წარმომადგენლებისთვის საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები მიეწოდებინათ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის თითქმის ერთი წლის განმავლობაში, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა. გზშ-ს მომზადების ფარგლებში კონსორციუმმა მკვლევერებთან ერთად ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს ადგილობრივი ფლორა, ფაუნა, ზღვის ძუძუმწოვრები, ნიადაგი, და წყალი, ეკონომიკური და სოციალური გარემო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო