ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჭკადუაშის და კორცხელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშისა და კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულებს, მიმდინარე წელს ახალი საავტომობილოხიდი დააკავშირებს;
არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. ახალი საავტომობილო ხიდი მათ მრავალწლიან პრობლემას მოუგვარებს;
სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყო და ამავე წლის აგვისტოში დასრულდება;
სამუშაოებზე დასაქმებულია 11 ადამიანი;
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება;
2013 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 27 ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 63 ხიდს.