სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ბიზნესფესტივალი ,,ანაკლიობა'' 12-16 ივლისს გაიმართება

2017-07-05 11:06:00

უკვე ერთი წელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და USAID-ის პროექტი Zrda ერთობლივად მუშაობს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური სარგებელის ზრდის პროცესს.

ანაკლიის ფესტივალი ტურიზმის განვითარებისკენ მიმართული მორიგი ერთობლივი ინიციატივაა, რომელიცწარმოადგენსბიზნესის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების კომპლექსს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურიზმის სფეროში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები.

ფესტივალის მიზანია ტურიზმის სექტორის გაძლიერებითა და  რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებით ხელი შეუწყოს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის  სამუშაო ადგილების შექმნას და მათი შემოსავლების  ზრდას. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე კვებისა  და სასმელი პროდუქტების კომპანიები, სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, ხელოვნებისა და ფოტო სტუდიები, ტურ-ოპერატორები და სატრანსპორტო კომპანიები, რომელთაც სურთ საკუთარი პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება იმ ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული, საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, „ჯემ ფესტის“ დროს ეწვევიან რეგიონს.  მიმდინარე წელს „ჯემ ფესტი“ უკვე მესამედ, 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე გაიმართება. იგი ერთ თვეს გასტანს და, პროგნოზის მიხედვით, 100 000-მდე ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლებს.

ფესტივალის გახსნას დაესწრებიან დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ტურიზმის ასოციაციები, კერძო  კომპანიები, საფინანსო ინსტიტუტები, ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობა და მედია.

შემოგვიერთდით და  ისიამოვნეთ ანაკლიის ფესტივალის შესანიშნავი  ატმოსფეროთი!

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო