სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

2017-07-04 17:08:00

ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს განმუხური-ანაკლიას დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეიცვალა ელექტრო მოწყობილობის სისტემები, მიმდინარეობს სველი წერტილების მოწესრიგება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების“ ცენტრის მიერ სისტემატიურად სუფთავდება ზღვის სანაპირო ზოლი და მიმდებარე პერიმეტრი. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში ჩართულია სპეცტექნიკა.
საფესტივალო ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ხელისუფლება 800 ათას ლარს ხარჯავს.

უკვე რეაბილიტირდა ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.

ანაკლია წელს ორ დიდ ფესტივალს მასპინძლობს. 12-16 ინლისს ანაკლიაში პირველი ბიზნეს ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი წარმოადგენს ბიზნესის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების კომპლექსს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურიზმის სფეროში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები.

14 ივლლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით კი ანაკლია gem-fest-ს მასპინძლობს. წლევანდელი „Gem-fest“-ი ხანგრძლივობათან ერთად, ყველაზე მეტი ღონისძიების ორგანიზებითაც გამოირჩევა, ფესტივალის მიმდინარეობისას აქ 3000-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დამსვენებელს გართობა სხვადასხვა სახალისო შოუებით და სპრტული შეჯიბრებებით შეეძლება. წლევანდელ „Gem-fest“-ზე ათი სცენა განთავსდება, სადაც 500-მდე მსოფილიოში ცნობილი არტისტი დაუკრავს.

ბოლო მონაცემებით, ანაკლიასა და განმუხურში, არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში უკვე დაჯავშნილია 20 ათასზე მეტი ადგილი. პარალელურად მიმდინარეობს კარვების ქალაქის მშენებლობა, რომელიც წელს ბევრად კონფორტული იქნება. „Gem-fest“-ის ტერიტორიაზე 2500-ზე მეტი ახალი კარავი განთავსდება, სადაც 10 000 დამსვენებელი დაბინავდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13
141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო