ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის დროს დაზიანებული ნაპირსამაგრების მოწყობაზე 2,7მილიონი ლარი დაიხარჯება
2017-06-27 15:28:00
სტიქიის შედეგად, მდინარე ენგურის კალაპოტზე შექმნილ პრობლემურ კერებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამგონას, კოკის, ორსანტიასა და ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულებში ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად 2 754 848 ლარი დაიხარჯება.
ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.