ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშში ასფალტის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
სენაკის მუნიციპალიტეტში, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
გზის მშენებლობის პროექტი, რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
სოფელ სკურიიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე, 1800 მ-იან მონაკვეთზე, ახალი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული გზით 2500-ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს.
პროექტის ღირებულებამ 185 045 ლარს შეადინა. სამუშაოებზე 20 ადგილობრივი იყო ადასაქმებული.
დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.