სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სტიქია სამეგრელოში - გუბერნატორი და მინისტრის მოადგილე პრობლემურ მუნიციპალიტეტებში

2017-06-16 23:21:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში გაეცნენ.

წყალდიდობის შედეგად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში 50 მეტრიანი ხიდი დაზიანდა. საავტომობილო ხიდი რომელიც ახუთს ჩხოროწყუსთან აკავშირებს ავარიულია და მასზე მოძრაობა აიკრძალა. კახა გულედანის განცხადებით, ხიდი იმდენად ავარიულია, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მის ნაცვლად ახალი ხიდი აშენდება.

გუბერნატორმა და მინისტრის მოადგილემ მარტვილის მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზები დაათვალიერეს. მარტვილი რამდენიმე სოფელში წყლდიდობამ და მეწყერმა შიდა გზები დააზიანეს.

ლევან შონია და კახა გულედანი დღესვე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში იმყოფებოდნენ, სადაც მდინარე რიონის შენაკადი დამბიდან გადმოვიდა. წყალმა რამდენიმე ადგილას გაბიონიდან გამოჟონა, თუმცა მძიმე ტექნიკისა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად სიტუაცია დარეგულირდა. არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ კახა გულედანმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ამ ადგილზე გაბიონები მოეწყობა და დატბორვის საშიშროება მოსახლეობას აღარ ექნება.

დღესვე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი და გუბერნატორი ლევან შონია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ. სადაც, ძლიერმა წვიმამ, მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ ტყაიაში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. არსებობდა საშირშროება, რომ მდინარე დამბა გერღვია. ამჯერად წყილს დონემ იკლო. პრევენციის მიზნით ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სპეციალისტები ადგილზე შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას და უახლოეს დროში დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება.

შეგახსენეთ, რომ რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. დაიტბორა ადგილობრივების კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. სტიქიის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საგანგებო შტაბები და ზარალის დამთვლელი კომისიები.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო