სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა

2017-06-12 16:33:00

კოკისპირულმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები დატბორეს.

ხობის მუნიციპალიტეტში, ადიდებულმა მდინარე ხობმა, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები დატბორა. ადიდებულმა წყალმა სატვირთო მანქანა მიიტაცა. მძღოლის გადარჩენა სამაშველო სამსახურის დახმარებით მოხერხდა. არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილზე გაეცნენ. ლევან შონიამ მაშველებს გაწეული რთული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. 

ჩხორწყუს მუნიციპალიტეტში კი ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა შიდა საუბნო გზები ჩამორეცხეს. სოფელ ნაკიანში, რამდენიმე ადგილას მეწყერია ჩამოწოლილი, რის გამოც სოფლის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. 

მდინარე ,,ზანას" ადიდების გამო მწყობრიდანაა გამოსული ჩხოროწყუ-ახუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. ამ დროისთვის, ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. 

გამგებელი დათო გოგუა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დილიდან იმყოფება სტიქიის ზონაში და ეცნობა შექმნილ ვითარებას.

ძლიარმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც, ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბანში, შიდა გზა დაიმეწყრა. ადიდებულმა ღელემ სოფელ ობუჯში ხიდბოგირი დააზიანა და სავარგულები დატბორა, საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა სოფელ ლიაშიც, ადიდებულმა მდინარემ კი სოფელ ნაგურუში გაბიონები დააზიანა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ძლიერი წვიმის გამო შიდა გზები ჩამოირეცხა. სოფელ ჭითაწყარში არსებულმა სანიაღვრეებმა ვერ გაატარეს უხვი ნალექი, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ჭითაწყარში სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პრობლემურ ადგილებზე დილიდან იმყოფებიან ზუგდიდის გამგებლის მოადგილეები. ამ დროისთვის დაზიანებულ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უხვი ნალექის შედეგად კერძო სახლების ეზოები და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა ქალაქ ზუგდიდშიც. ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია და ვიცე-მერი გია გულორდავა დილიდანვე პრობლემურ ადგილებში იმყოფებოდნენ.

უხვი ნალექის გამო საკარმიდანო ნაკვეთები და სავარგულები დაიტბორა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერშიც.

ამ დროისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოთხ ხოფელს, ასევე წალენჯიხის სოფელ ეწერის და მარტვილის სოფელ კურზუს აბონენტთა ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულ კერებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მობილური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ, მათივე ინფორმაციით, ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.

ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო