სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში კოღოებთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს

2017-06-08 15:51:00

ქალაქ ფოთში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან -კოღოებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს, რომელსაც ქალაქის მუნიციპალიტეტი და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ერთობლივად ახორციელებს. 

ქალაქის მასშტაბით, ღია სივრცეები და წყალსატევები იწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით მუშავდება.დეზინფექციისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატი „სოლფაკი“ გამოიყენება. პრეპარატის შესხურება წარმოებს ,,სკაუტ-36'' აგრეგატით. კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია გაეცნო.

სამუშაოებს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი 25 კაციანი ჯგუფი ასრულებს.

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ქალაქ ფოთში, საქართველოს მთავრობის უშუალო დახმარებითა და თანადგომით, პირველად 2015 წელს მოხდა მწერებთან(კოღოსთან) ბრძოლის მასშტაბური სამუშაოების რეალიზება. 

მწერებთან ბრძოლის პირველი ეტაპი ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება, მეორე ეტაპი კი, აგვისტოს მიწურულს დაიწყება და სექტებრის ბოლომდე გაგრძელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13
141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო