ახალი ამბები
გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ და მოადგილე იასონ შეროზიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
► ორსანტია-კოკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. 560 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხი. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყო და ამავე წლის ივლისში დასრულდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 259 999 ლარს შეადგენს.
► ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 80 მ. სიგრძის ჭაბურღილი და არსებულ წყლის ავზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. წყალმომარაგების მოწყობით პრობლემა 60 ოჯახს მოუგვარდა. პროექტის ღირებულებამ 42 000 ლარი შეადგინა.
► ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 387 636 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.
► დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში ტელმანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 322 228 ლარია და ის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე საუშაოები 2017 წლის მაისის თვეში დაიწყო და ამავე წლის აგვისტოში დარსულდება.
► კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში 1 113 მეტრის მანძილზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 197 000 ლარს შეადგენს. გზის დაგების სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დიაწყო და ივნისის თვეში დასრულდება.