ახალი ამბები
ფოთში ახალი სანიაღვრე სატუმბი სადგური შენდება
2017-06-03 11:36:00
ფოთში სანიაღვრე სატუმბი სადგური შენდება.
წლების განმავლობაში ქალაქის მასშტაბით მოქმედი 7 სატუმბი სადგური მოძველებული და ამორტიზებული იყო, რაც ადგილობივებს პრობლემებს უქმნიდა.
ქალაქ ფოთში 2013 წლიდან დღემდე 7-ვე სატუმბ სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ფოთში ბოლო ათი წლის განმავლობაში ახალი სატუმბი სადგური არ აშენებულა.
სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ამავე წლის სექტემბერში დასრულდება.