სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც შეუძლია

2017-05-26 17:52:00

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნეიტრალური პასპორტისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები შეძლებენ,“ - აღნიშნული განცხადება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ზუგდიდში, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.

„საქართველოს მთავრობამ გუშინდელ მთავრობის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, მრავალმხრივ სიმბოლურია აქ, ზუგდიდში, დამოუკიდებლობის დღეს განვაცხადოთ. ამ დრომდე, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ, დღეიდან კი, ამის პრივილეგია ჩვენს დებს და ძმებს ექნებათ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და შეეძლებათ ჩართვა ამ პროექტში ნეიტრალური პასპორტით ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტით, რაც ძალიან მნიშვნელოვნად გაუზრდით მათ წვდომას ამ - სიცოცხლის შემანარჩუნებელ მკურნალობაზე,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

"სიმბოლურია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაჟღერდა დღეს, აქ ზუგდიდში, ძალიან ახლოს აფხაზეთთან. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ დავით სერგეენკოს და საქართველოს მთავრობას" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ.

დღემდე, C ჰეპატიტის პროგრამაში 38 000 -მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული, ამათგან მკურნალობაში 37 500-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 29 000-ზე მეტმა კი, მკურნალობის კურსი დაასრულა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო