ახალი ამბები
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვა მასშტაბურად მიმდინარეობს
დილიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნება სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.
ზუგდიდის მთავარ მოედანზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პავილიონებია მოწყობილი.
შოთა რუსთაველის 850 წლის აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღონისძიებები ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ იმართება.
დამოუკიდებლობის დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს პავილიონთან ულოცავს მინისტრი დავით სერგეენკო, ხოლო გარემოს დაცვის პავილიონში ადგილობრივებს დამოუკიდებლობის დღეს მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ულოცავს.
ადგილობრივებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა.
ზუგდიდში მთელი დღის განმავლობაში 5 სხვადასხვა ლოკაციაზე კონცერტები იმართება. მთავარი კონცერტი კი 21 საათე თავისუფლების მოედანზე გაიმართება. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სპირიდონ კედიას ძეგლების გვირგვინებით შემკობით დაიწყო.