სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთში

2017-05-25 10:37:00

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება სამეგრელო-ზემო სვანეთში:

ქალაქი ზუგდიდი
► 10:00 - ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ილია ჭავჭავაძისა და სპირიდონ კედიას ძეგლების ყვავილებით შემკობა
► 10:00 – 18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა - ზუგდიდის ცენტრალური მოედანი
► 10:00 -18:00 - გარემოს დაცვის სამინისტრო - „იზრუნე გარემოზე“, საბავშვო გასართობი სივრცე (კონცერტი,ორიგამების ნატვრის ხის ინსტალაცია, ყვავილებისა და ნერგების კუთხე, ხელოვნური შადრევანი) ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმდებარე ტერიტორია
► 11:00 -15:00 - სპორტული ღონისძიებები (ტანვარჯიში, კრივი, ძიუ-დო, მაგიდის ჩოგბურთი, გრეხეთბოლი, ჭადრაკი, ნარდი) ცენტრალური ბულვარი
► 11:00 -13:00 - ასფალტზე ხატვა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
► 11:00 -14:00 - კონცერტი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური მოედანი
► 12:00 - ველორბოლა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი
► 12:00 - კლასიკური მუსიკის კონცერტი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი
► 12:00-18:00 - ჯანდაცვის სამინისტრო - საინფორმაციო, სანახაობრივი ღონისძიებები (С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი, სიმულაციური სწავლება პირველად სამედიცინო დახმარებაში, გასართობი კუთხე სათამაშო-სამედიცინო აღჭურვილობით) ცენტრალური მოედანი
► 12:00 -14:00 - „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი
► 12:00 -15:00 - „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, არტ გალერეის მიმდებარე ტერიტორია
► 13:00 -15:00 - ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი,კინოთეატრ „ატრიუმის“ წინ
► 17:00 - ზუგდიდელი მხატვრის ელენე ფიფიას გამოფენის გახსნა, არტ გალერეა.
► 21:00 - გალა-კონცერტი

ფოთი
► 09:00-17:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა რუსთაველის რკალზე
► 11:00 -კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა კოლხური კულტურის მუზეუმში
► 12:00 -ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა 
► 12:30-18:00 - ნიკო ნიკოლაძის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებების გახსნა
13:00 – 19:00 - განათლების სამინისტრო - პროფესიული სასწავლებლების კუთხე; თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბენდების კონცერტი
ცენტრალური პარკი:
► 12:00-18:00 - პროფესიული კოლეჯ „ფაზისის“ გამოფენა 
► 12:00-18:00 - ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 
► 12:00-18:00 -სახელოვნებო ცენტრის საჩვენებელი კუთხე 
► 12:00-18:00 - კოალიცია „ სოციალური რეფორმებისათვის“ შშმ ბავშვთა „ დღის ცენტრი"-ს ნამუშევრების გამოფენა.
► 12:00-18:00 - საბავშვო სპექტაკლები ღია ცის ქვეშ 
► 13:00-17:00 - სპორტული ღონისძიებები
► 13:00 - წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება
► 13:30 - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. (ცენტრალური პარკი).
► 19:00 - დასკვნითი კონცერტი. (ცენტრალური პარკი, რუსთაველის რკალი). 

მარტვილი 
► 11:00 – მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობა
►11:00 – ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში 
►11:15 – დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე
►11:30 – სხვადასხვა სპორტული აქტივობები ქ. მარტვილის ცენტრსა და სასპორტო სკოლის ეზოში.
► 12:00 –„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
► 12:30 – 26 მაისისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო მარტვილის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 
► 13:00 – საფინალო შეხვედრები ფეხბურთში მარტვილის N2 საჯარო სკოლის მინი-სტადიონზე
►14:00 – კონცერტი მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
► 12:00 - მშვიდობის აქცია-პერფომანსი რუხის ხიდთან 
►11:00 - კულტურულ - სპორტული ღონისძიებები ყულიშკარის ადმინისტრაციული ერთეული 
► 11:00-15:00 - მინი-სტადიონზე შეჯიბრება მინი-ფეხბურთში
► 11:00 – 18:00 - სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრი-კარატე, თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, შაში, ჭადრაკი, ნარდი, ბადმინტონი 
►12:00- 17:00 - კონცერტი

სენაკი
► 10:00 - შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში
► 13:00 - ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში 
► 14:00 - კონცერტი მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის წინ
► 20:00 - საზეიმო კონცერტი ცენტრალურ მოედანზე
► 22 მაისიდან-26 მაისი - მინი საფეხბურთო ტურნირი გოგონათა შორის და ფეხბურთის ტურნირი ვაჟთა შორის

ჩხოროწყუ
► 10:00 - სპორტული ღონისძიებები: ტურნირები ფეხბურთში, ჩოგბურთსა და კარატეში
► 12:00 - კონცერტი ახუთში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში 
► 13:00 - "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა ცენტრალურ პარკში
► 15:00 - მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის გახსნა სოფელ ახუთში 
► 16:00 -ასფალტზე ხატვა

წალენჯიხა
► 12:00 - ეროვნული სამოსის ჩვენება გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე 
► 12:00 კონცერტი ღია ცის ქვეშ
► 14:00 - „ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“, თვითმმართველობის სხდომათა დარბაზი
► 17:00 - ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, ქალაქ ჯვარის კულტურის სახლი

ხობი 
► 13:00 - მუსიკალურ-თეატრალიზირებულიკომპოზიცია „ჩვენ ვართ მომავალი საქართველოსი“, თეატრის წინამდებარე ტერიტორია
► 14:00 - კონცერტი მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში
► 16:00 - პირველობა ფეხბურთში თემებს შორის, ფინალური შეხვედრა

მესტია 
სეტის მოედანი
► 12:00-18:00 - ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა
► 12:30-13:00 - ჩოხოსანთა მსვლელობა
► 12:30-18:00 სთ - შეჯიბრება ჭადრაკში და მკლავჭიდში
► 13:00-18:00 სთ - ფოლკლორული, საოჯახო ანსამბლების და ბენდის კონცერტი

აბაშა
► 12:00 სთ -კონცერტი აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო