ახალი ამბები
სენაკში ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი მოეწყობა
ქალაქ სენაკში, შარტავას ქუჩაზე N14-ზე ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში, დაიგება ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდება 50 მაყურებელზე გათვლილი სკამები. მოეწყობა გარე განათება. მინი მოედნის სიგრძე - 33მ, სიგანე - 18მ.
სამუშაოებზე დასაქმებულია 10 ადგილობრივი მცხოვრები. სამუშაოები 2017 წლის 20 ივნისს დასრულდება.
სენაკის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე 19 ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი მოეწყო.
2013 წლიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 35 ხელოვნურსაფარიანი და 75 სპორტული (ხელოვნური საფარის გარეშე) სათამაშო მინი მოედანი მოეწყო. ჯამში - 110 სათამაშო მოედანი