ახალი ამბები
ძლიერმა ქარიშხალმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დააზარალა
2014-04-29 20:27:00

28 აპრილს ძლიერმა ქარიშხალმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაკიანის თემში მცხოვრები 5 მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ნაწილობრივ, ხოლო რეზო ახალიას სახლს მთლიანად გადახადა სახურავი, ასევე დაზიანდა ნაკიანის საბავშვო ბაღის სახურავი. დაზარალებული ოჯახები მოინახულეს სამეგრელო-ზემო სავანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დათო გოგუამ. ისინი დაზარალებულ ოჯახებს დროულ დახმარებას დაჰპირდნენ



