სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელოში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი მოეწყობა

2017-05-17 16:55:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონებისთვის, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ანგარიშის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. 

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) პროექტის კონსულტანტი და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

KfW გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში ეხმარება. მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები პროექტისთვის „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა”(ISWM) სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ასევე რესურსების აღდგენისა და ნარჩენების ვალორიზაციის საკითხებს.

პროექტი ითვალისწინებს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებისთვის და არსებული ნაგავსაყრელების სტანდარტების შესაბამისად დახურვას.

პროექტის პარტნიორია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია(SWMCG).

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) პროექტის კონსულტანტი და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

KfW გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში ეხმარება. მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები პროექტისთვის „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა”(ISWM) სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ასევე რესურსების აღდგენისა და ნარჩენების ვალორიზაციის საკითხებს.

პროექტი ითვალისწინებს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებისთვის და არსებული ნაგავსაყრელების სტანდარტების შესაბამისად დახურვას.

პროექტის პარტნიორია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია(SWMCG).

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13
141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო