სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სტიქია მესტიაში - მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

2017-05-11 17:39:00

რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. 

სტიქიამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები, ხიდები, და ნაპირდამცავი გაბიონები.

სტიქიის შედეგად ბეჩოს ჭუბერის და ლახამულას ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სავარგულები დაზიანდა.

ჯვარი-მესტია-უშგული-ლასდილის საავტომობილო გზაზე, კალა უშგულის მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გზა ჩახერგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 

კალას ტერიტორიულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან ვიჩნაშის და დავბერის სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები მდინარის ადიდების შედეგად სრულად დაზიანდა. ასევე დაზიანებულია ლახამულას და ბოგრეშთან დამაკავშირებელი ხიდი.

ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ვედთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა წაღებულია. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები და ხაიშის ხუთ სოფელს ამ დროისთვის არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში ნაკრის ცენტრიდან სოფლებთან (ლაწომბა, ლაშხრაში, თავრერი, თავბერი, ხერვაში) დამაკავშირებელ შიდა საავტომობილო გზის მონაკვეთი მთლიანად წაღებულია. ასევე დაზიანებულია მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭოლაში-ჟამუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულთან დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი. ასევე მეწყერია ჩამოსული მაგარდელი - ლაბსყალდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. ხოლო სოფლების ტვიბერი - ლეზგარას დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაზიანებულია და შეფერხებულია ამ მიმართულებით გადაადგიგლება.

მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გამგებელი ხელმძღვანელბს. დილიდანვე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. ამ დროისთვის, პრობლემურ ადგილებზე გასულები არიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო