ახალი ამბები
მთავრობის წევრების ვიზიტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
ვიცე-პრემიერი/განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ.
მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ გოგა გულორდავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯვარში მდებარე პროფესიულ სასწავლებელ "ლაკადაში" იმყოფებოდნენ. სადაც სასწავლო პროცესს გაეცნენ და მასწავლებლებს შეხვდნენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, პროფესიული განათლების დადებით მხარეებზე და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრა. შეკრებილებს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგა გულორდავამ მიამრთეს.
სასწავლებელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, კოლეჯი უზრუნველოფილია თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით. სასწავლებელი ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, შენობას აქვს ლიფტი.
დღესვე, განათლების მინისტრი, გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ერთად ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. შხვედრაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის მეორე ნაწილში მინისტრმა პედაგოგების კითხვებს უპასუხა.
მთავრობის წევრები ასევე იმყოფებოდნენ ენგურჰესის ადმინისტრაციაში. მინისტრები სოფელ ჯგალში კალათბურთის ტურნირსაც დაესწრნენ.